პრეზიდენტის და ოპოზიციის წევრების შეხვედრა დღეს გაიმართება

24 დეკემბერი 2024, 12:00 146 ნახვა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს უნდა გააცნონ საქართველოს პრეზიდენტს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ახალი არჩევნები განახლებული წესებით და ახალი ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს. ამ  შეთანხმებას ოპოზიციისა და კოალიციური პარტიების ლიდერებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  ოპოზიციას მიაჩნია, რომ  გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა და პროცესი არ უნდა გაიწელოს.  ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრა გუშინ საღამოს გაიმართა.
თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. ახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ე.წ. პატრონების დავალებას ასრულებს და მას ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში