სალომე ზურაბიშვილი იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი, შეიძლება, ეს მძიმე ემოციურ ფონს დააბრალო - მამუკა მდინარაძე

23 დეკემბერი 2024, 14:46 128 ნახვა

ბუნებრივია, მძიმე ემოციური ფონი აქვს ამ ქალბატონს. იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება, ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ვიღაცები ხელს უწყობენ, – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბისვილის განცხადებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

„დღეს ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც დახურულს კარს მიღმა კი არა, საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშვნისკენ. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიცი, კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან, მთლად ასეთი უცოდინრებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ახალი არჩევნები, ამას თავისი საფუძვლები სჭირდება. ასე თუ იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ თენგო დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხელს ხომ ის აწერს, რა პრობლემაა. კონსტიტუცია თუ ასე უნდა წაიკითხონ ცალკე, ასეთი შემთხვევა წარსულში გვქონდა. მათ გაიგეს კონსტიტუცია ისე, რადგან საგარეო ურთიერთობებს წარმოადგენსო, ასე ცალკე ამოგლეჯილად ეს მუხლი, დღემდე თვითონ აცხადებენ, რომ საგარეო ურთიერთობებში ყოველგვარი თანხმობის და ნებართვების გარეშე შეუძლია წავიდეს და თვითონ დაალაგოს ქვეყნის შესახებ ურთიერთობები. წარმოუდგენელი ამბავია. იგივე წარმატებით შეუძლია, თენგო ან თავად ნიკა გვარამია დანიშნოს პრემიერ-მინისტრად. ხელს ხომ თვითონ აწერს, დანარჩენი – პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, საფუძველი ექნება თუ არა. ამ შემთხვევაში, პარლამენტის ნდობა არის საფუძველი, პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ხელი რომ მოაწეროს. ასე თუ შეუძლია არჩევნების ჩანიშვნა, ჩაატაროს, გვარამია და თენგო იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები. არასერიოზულია. კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით, ყველაფერს სჭირდება თავისი საფუძველი. ასეთი საფუძველი არ არსებობს.

 

მეტიც, გუშინ ლაპარაკობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი დაემუქრაო. ადამიანი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობაა, დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება. ხელისუფლების მითვისება კიდევ ცალკე თემაა. კოსნტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების მითვისება არ შეიძლება, დაუშვებელია. ასევე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი მუხლი, ყველა შემთხვევას აქვს თავისი დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი ხასიათი. დანაშაულს თუ ჩაიდენ და აღმოჩნდები გისოსებს მიღმაო, ადამიანი თუ გეტყვის, მუქარა რანაირად არის, არ ვიცი. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აღმოჩნდება მართლმსაჯულებაში. გამოძიება მიხედავს. ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია არათანმიმდევრულობას იჩენს.

„შეიძლება ითქვას, რომ ის სპეკულაციები, რაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან იყო გახმოვანებული, არც ერთი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდირის დასკვნაში. დოკუმენტში არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს. რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო-ს დასკვნის რამდენიმე პუნქტი, რომელიც საბოლოო აღმოჩნდა, რომ შეეხებოდა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს. გაცილებით მძიმე დასკვნები გვინახავს და ამ შემთხვევაში საერთოდ არ შეხებიან ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენი ოპოზიცის სპეკულირებდა. 300 ათასი კი არა 300 გაყალბებული ხმის შესახებაც არაფერია ნათქვამი. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იგივეა, რაც წინასწარი დასკვნა, ოდნავ ვრცელი სახით. პირველ შემთხვევაში თქვეს, რომ არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, თითქოს არის კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა წარმოაჩენს, რომ ისინი იმას კი არ დაეძებენ, რა წერია დოკუმენტში, არამედ, როგორ გააპიარებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს ეძახიან რუსებს ის ადამიანები, რომლებმაც ომის დანაშაული დააბრალეს ამ ადამიანებს.

„დუმორჩილებლობისკენ მოწოდება არის მოწოდება საბოტაჟისკენ. როცა ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, რომ მოუწოდებ დამუმორჩილებლობისკენ, ე.ი. აგონიაში ხარ და უდიდეს მავნებლობას ცდილობ. არ გამოუვათ. ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე. საბედნიეროდ, არ იღებენ ეს ბიჭები ასეთ სულელურ მოწოდებებს, რადგან ხედავენ, რომ ყველაფერს კადრულობენ. რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა. გმირულად მებრძოლ ადამიანებს მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისკენ, ეძახიან რუსებს ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს აბრალებდა. რამხელა პარადოქსალურ სიტუაციაში აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს. ომის გმირებს ეძახიან რუსებს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ ის ადამიანები, რომელთაც მათ ომის დანაშაული დააბრალეს და ხელი მოუწერეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ომის დაწყებაზე. ამ ვირტუალურ და მოდელირებულ რეალობაში ვერ იცხოვრებს ქართველი ხალხი. მე ძალიან კარგად მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად იჯერებენ, მაგრამ ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი გვყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული არ ჯდება“, – განაცხადა მდინარაძე.

მისივე  თქმით, საქართველოს პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში