აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც დღეს პირველი სხდომა იმართება აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაციების: ''არ დათმო'', ''ალტერნატივასა'' და ''იმოქმედეს'' წევრებმა ნაგვის ურნები მიიტანეს, რომელზეც პოლიტიკოსების ფოტოებია დამაგრებული და აქვს წარწერა: მონობა ტეხავს.
''ისინი არიან ქურდები, ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი და მომავალი, ამიტომ ისინი არ იმსახურებენ დღეს იყვნენ უმაღლეს საბჭოში'' - განაცხადა ''ალტერნატივას'' წევრმა.
შენობასთან შეკრებილებს ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა პროტესტი შეეწყვიტათ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან უმრავლესობა ''ქართულმა ოცნებამ'' აიღო, ახალ შემადგენლობაში 7 დეპუტატის ჰყავს ოპოზიციას, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და მანდატებზე უარს აცხადებენ.