''ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა'' უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მანდატები არაობიექტურად გადანაწილდა. დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ''დემოკრატიულ მოძრაობას'' ორი მანდატი უნდა მიეღო. ამ საკითხთან დაკავშირებით მან თოქ-შოუ ''ფაქტორში'' ისაუბრა. მანდატების გადანაწილების თემაზე კომენტარი გააკეთა გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა. ''ქართული ოცნების'' წევრი ნინო ჩხეტია ამბობს, რომ საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანია.