რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა პანდემიის პირობებში ჯერ უცნობია. მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. იმსჯელებენ თუ არა სინოდის წევრები ე.წ-ლი ციანიდის ან დავით გარეჯის საქმეებზე ჯერ უცნობია.
დღის წესრიგი გამოცხადდება სინოდის სხდომამდე- განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.