მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გახსნა

11 დეკემბერი 2020, 12:12 953 ნახვა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა.  კონსტიტუციის თანახმად, სხდომა პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და გვეუბნება - ''დავიღალეთ''. საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და არა მხოლოდ აქ. დავიღალეთო ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით"-ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში შეკრებილებს.

პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში