უცხოეთში მყოფმა ექსპერტებმა გიორგი გახარიას შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება გაუზიარეს, სადაც საქმიანობენ. მსოფლიოში კოვიდ-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ ონლაინ შეხვედრაზე. მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს. ასევე აღნიშნეს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს. პრემიერმა განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად გატარებული ღონისძიებები იყოს ეფექტური ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.