თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ამ ქვეყანაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანში გამგზავრების წინ ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთთან მიმართებით ევროკავშირის დაგეგმილი სანქციები ჩვენთვის სერიოზული პრობლემა არ იქნება. ევროკავშირი უკვე დიდი ხანია დროგამოშვებით თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებ.-აღნიშნა პრეზიდენტმა.