ავსტრალიაში ბავშვს სავარაუდოდ ნიანგი დაესხა თავს

04 ივლისი 2024, 14:01 450 ნახვა

ავსტრალიის პოლიციამ იპოვა ნაშთები, რომლებიც, სავარაუდოდ, გაუჩინარებული 12 წლის ბავშვს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, მას ქვეყნის ჩრდილოეთში თავს დაესხა ნიანგი.

ბავშვი  სამშაბათს საღამოს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში  ქალაქ ნგანმარიანგის მახლობლად ნაკადულში ბანაობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის რაიონში შავი ნიანგი შენიშნეს.

ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი ექვსჯერ აღემატება ბრიტანეთისას, 100 ათასზე მეტი ნიანგი ბინადრობს,  თუმცა ფატალური თავდასხმები იშვიათია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში