ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა

04 ივლისი 2024, 14:01 377 ნახვა

ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციაში ბელარუსის მიღებით დაიწყო. 2001 წელს დაარსებულ ორგანიზაციაში რუსეთთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად გაერთიანებულია ინდოეთი, ირანი და პაკისტანი.

ჩინეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების რეგიონული კლუბის წევრებს მოუწოდა წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ჩარევას, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი  ევრაზიის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. 

ჩინეთის ლიდერმა  განაცხადა, რომ ბლოკმა მშვიდობიანი გზით  უნდა მოაგვაროს შიდა უთანხმოება, გამონახოს საერთო ენა და გადაჭრას თანამშრომლობის სირთულეები.

ლიდერებს შორის მთავარი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ   პუტინი ევრაზიული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებების შექმნის  იდეას სამიტის მონაწილეებთან  ერთად განიხილავს.

რამდენიმე დღის წინ  რუსეთის ლიდერმა  თქვა, რომ აუცილებელია ახალი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის შექმნა და, რომ  ის ღია უნდა იყოს კონტინენტის ყველა ქვეყნისთვის ნატოს წევრების ჩათვლით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში