რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებულია მიგ-29-ტიპის უკრაინული ავიაგამანადგურებელი.
უწყება ავრცელებს სარაკეტო თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებსაც. წუხელ რუსულმა ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.