საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება ირანში, სადაც რეფორმატორი მასუდ პეზეშკიანი და მკაცრი კურსის მიმდევარი საიდ ჯალილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ბიბისის ცნობით, კანდიდატი მასუდ პეზეშკიანი ე.წ მორალის პოლიციას აკრიტიკებს და ამომრჩეველს მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება, რის საპირწონედაც კონკურენტი საიდ ჯალილი, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით და ბირთვული შეთანხმების აღდგენის წინააღმდეგობის მოთხოვნით გამოდის.
ცნობისთვის, ირანში არჩევნები, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.