აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა, მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ კი პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში 585 400 შეადგინა. გაბათილდა 12 622- ბიულეტენი, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ია. აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.89%, რაც უსკოს განმარტებით 1 მანდატია. ასევე 1 მანდატით შედის, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პარტიამ ელექტორატის 5.7% -იანი მხარდაჭერა მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 29.62%-ით 5 მანდატს იღებს, „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ კი ხმების 45.13 პროცენტი მოაგროვა, რითაც 8 მანდატს შეადგენს. უსკოს განკარგულების თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ექვსივე ოლქში 30 ოქტომებრს ჩატარდება.