საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ახალი კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ორგანიზებულობისა და ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით საქართველო არ ჩამოუვარდება წამყვან ევროპულ ქვეყნებს. უწყების განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან იმსჯელა კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერებასა და რეანიმაციული საწოლების რესურსის მობილიზებაზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა განხორციელდეს მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კლინიკურ სასტუმროებში.