300 ლარიანი დახმარების მისაღებად 14 300-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა - მაჭავარიანი

07 დეკემბერი 2020, 12:26 1746 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად  14 300-ზე მეტი ადამიანი უკვე დარეგისტრირდა.  შესული განაცხადები შემოსავლების სამსახურიდან, ჯანდაცვის სამინისტროში გადაიგზავნება და დაიწყება კომპენსაციების გაცემა. 

ივანე მაჭავარიანის თქმით, პორტალზე ინფორმაციის შესავსებად სუბიექტებს ვადა 24 დეკემბრამდე აქვთ.

''განაცხადების მიღება, კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ დაწყებულია. ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია  შესული შემოსავლების სამსახურში, რომელიც გადაეგზავნა  უკვე ჯანდაცვის სამინისტროს და  მალევე დაიწყება კომპენსაციის გაცემა. 

მინდა, მეწარმეებს  შევახსენო, იმათ ვისაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები შეეხო, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის  მარტივი ფორმა  შესავსები. უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, მისი პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რომელის შემდეგაც  ეს მონაცემები გადაიგზავნება სამინისტროში და მოხდება კომპენსაციის გაცემა. 

ეს პროცესი გაგრძელდება 24  დეკემბრამდე ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. 

მონაცემები სწორად უნდა იყოს მოწოდებული და პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს ვინც მოგვაწვდის. სისტემა არის გამართული, პორტალზე არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამიტომ ეს პროცესი რთული არ იქნება'' - განაცხადა მაჭავარიანმა. 

როგორ უნდა მიიღონ 300 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებმა - შემოსავლების სამსახურის ინსტრუქცია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში