გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 1 043 პაციენტი, მძიმეა 152 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 45 პაციენტი.
საკარანტინო სივრცეებშია 970 პირი, თვითიზოლაციაშია 11 775 პირი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.