ლევან ვარშალომიძე ”ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ 68-ე ოლქის 46-ე უბანზე კომისიის წევრები ხმებს შეგნებულად აყალბებდნენ, ვარშალომიძემ ბრიფინგზე ვიდეოკადრები აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, ფაქტებს ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერც ოლქის თავმჯდომარე და ვერც ოლქის იურისტი ვერ ჩავწერეთ. ისინი ოლქში არ იმყოფებოდნენ და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხეს. კომენტარი ამდრომდე არც “ქართული ოცნების” ოფისში გაკეთებულა.