ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ღამისთევით ჩაატარა. რომლის დასრულების შემდეგ, სასაულიერო პირებმა ბზები აკურთხეს. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის, ბზის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.