პეტრას ციხეზე პირველ ვიზიტორს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებენ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
პანდემიის მიუხედავად, ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროცესი არ შეჩერებულა. ობიექტი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ზაურ ახვლედიანის განცხადებით, ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე-რესტორნები და მუზეუმი, შესვლა კი ფასიანი გახდება. ადგილზე კომერციული საქმიანობისთვის აუქციონი რამდენიმე თვეში გამოცხადდება.