ალიევი საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს

01 დეკემბერი 2020, 17:38 1642 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  საფრანგეთს იქ მცხოვრები სომხებისთვის ქალაქ მარსელის გადაცემა  და მათთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა შესთავაზა - ასე უპასუხა ალიევმა  საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომელმაც  მთიანი ყარაბაღის აღიარებისა და რეგიონიდან აზერბაიჯანის ჯარების გაყვანის მოწოდებით  რეზოლუცია მიიღო.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით,  იმ წლების განმავლობაში, როცა საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა იყო, არაფერი გაუკეთებია ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.  „თუ ისინი თქვენ მოგწონთ, მაშინ მიეცით ქალაქი მარსელი, შეცვალეთ მისი სახელწოდება, შექმენით იქ მათთვის მეორე სახელმწიფო. თუმცა არავის შეუძლია თქვენს საქმეებში ჩარევა“-აღნიშნა ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტერმინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე წარსულში დარჩა და, რომ ამ ტერმინის მომავალში გამოყენება აღარ ღირს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი