თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

01 დეკემბერი 2020, 14:45 2033 ნახვა

საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე.

აღნიშნული რეგულაცია დღეს, 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან შედის.

''ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად უნდა წარადგინოთ ე.წ. “HES” კოდი. 

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!

ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26'' - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში