აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს ოთხი პირი დააკავეს 

01 დეკემბერი 2020, 12:55 1264 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, დღეს, პირველ დეკემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გამოძიება მათ ​წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

აქტივისტებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს, რომელზეც საპროტესტო წარწერები იყო გაკეთებული, სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი