ქობულეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები მოეწყობა. ელექტრონული აუქციონი უკვე გამოცხადებულია. ამ დროისთვის მოსაცდელების მოწყობით ერთი კომპანიაა დაინტერესებული.
ძველი მოსაცდელები ახლით 6 თვის ვადაში უნდა ჩანაცვლდეს, მას შემდეგ რაც აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება. დაემატება ახალი მოსაცდელებიც. ქვეითად მოსაიარულეებიც თვლიან, რომ ტურისტულ ქალაქში ამორტიზებული მოსაცდელები უნდა ჩანაცვლდეს.