ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება, რომელიც მსოფლიოში 25-ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება.
კამპანიის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ შეკერილი ვარდისფერი პირბადეები და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.