ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ზეგიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, თუმცა რა შედეგს მოუტანს საქართველოს აკრძალვები გადაადგილებაზე, დახურული სავაჭრო ობიექტები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, სავარაუდოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მკაცრი შეზღუდვა 8 ქალაქში იქნება, ბათუმთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტი აიკრძალება, ქუთაისში, თბილისში,რუსთავში,თელავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.