28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.