საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3801 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

26 ნოემბერი 2020, 10:50 1342 ნახვა
00:00
00:00

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 124-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი და სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში