პაციენტი ექთანს თავს ნარკოტიკის გამო დაესხა

25 ნოემბერი 2020, 19:54 1785 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ მიმღებ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა, ინციდენტის შემდეგ კი დაზიანება თავადაც მიიყენა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ოთახიდან გამოვიდა და სამედიცინო პერსონალს მოულოდნელად დაესხა თავს.დაშავებული ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ ჯერ ისევ სამსახურშია და მუშაობს, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. რაც შეეხება თავდამსხმელს იგი მეტადონის პროგრამაშია ჩართული და დღეს უნდა გაწერილიყო. შსს-ში გამოძიება უკვე დაწყებულია

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი