ქობულეთის საკრებულოს სხდომა

25 ნოემბერი 2020, 15:21 1304 ნახვა

2021  წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა ქობულეთის საკრებულომ. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, საწყის ეტაპზე, 35-მილიონ 116-ათასი ლარით  განისაზღვრა. როგორც მერი ამბობს, თანხები ძირითადად, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების  მიმართულებით გადანაწილდება. გარდა ამისა გათვალისწინებულია ფინანსების დიდი ნაწილი  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

მომავალ წელს ბიუჯეტში თანხები გამოიყოფა კოვიდ ინფიცირებული ოჯახების დასახმარებლად,  მათ მედიკამენტებისთვის 200 ლარი გადაეცემათ. ბიუჯეტით დაგეგმილია საბავშვო ბაღების მშენებლობა ხალაში, ლეღვაში, დაბა ჩაქვსა და საჩინოში. ასევე წელს პირველად ბიუჯეტში გაიწერა თანხები მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

მათთვის მუნიციპალიტეტი სტიპენდიას აწესებს. გასვლითი სხდომა, პანდემიის გამო  კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები, კერძოდ ენმ-ეს წევრები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი