აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 27 სპეც-ტექნიკა მუხლუხა ბულდოზერი შეიძინა. აღნიშნული ტექნიკა დეპარტამენტის ხუთივე მუნიციპალიტეტის განყოფილებებზე გადანაწილდა.
უწყების ინფორმაციით, ტექნიკა გამოიყენება გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოების განსახორციელებლად, მეწყრული პროცესების სალიკვიდაციოდ და გზების თოვლის საფარისგან გასაწმენდად.