ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

23 ივლისი 2024, 14:10 511 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა აჭარის მთავრობისგან კაპიტალური ტრანსფერის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტს უკვე დაემატა და ჯამში 55 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ტრანსფერს ხელვაჩაურის მერია ერგეში, სოციალური სახლის მშენებლობასა და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამას მოახმარს.  

მერიის გადაწყვწტილებაზე დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს და ბიუჯეტში ცვლილებებს მხარიც დაუჭირეს.  დღესვე მერიის საფინანსო სამსახურმა ხელვაჩაურის 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ორი კვარტლის შესრულების ანგარიც წარადგინა. მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 99 პროცენტით, ხოლო ხარჯვითში 100 პროცენტით შესრულდა.

დღესვე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუაჭირეს მერიის საპრივატიზაციო ნუსხაში გონიოში მიწის ნაკვეთის დამატებისა და გეგმის ცვლილების საკითხს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონით გასხვისდება.  სამხარაულის ექსპერტიზით, მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში