ბათუმის 26 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება, გამონაკლისია 3 საბავშვო ბაღი, მე-14 და მეოთხე ბაღებში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 37 -ე ახალი ბაღის მშენებლობა სავარაუდოდ ერთ თვეში უნდა დასრულდეს და სააღმზრდელო პროცესის განახლებაც ოქტომბერში იგეგმება.
ბათუმში ამ ეტაპზე ცხრა საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 1000- მდე ბავშვი სხვადასხვა დაწესებულებაში უნდა გადაანაწილონ. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დამატებული ბავშვების გამო მიმდინარე წელს ბაღები განსაკუთრებით დაიტვირთება, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება საერთო მონაცემებს, მომლოდინე ბავშვების რაოდენობა 1500 -მდეა თუმცა ბათუმის ბაღებში ამ ეტაპზე თავისუფალი მხოლოდ 400 ადგილია. ქალაქში 3 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ,სადაც 500 ბავშვი შეძლებს დარეგისტრირებას.