კონკურსი ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიისთვის

04 სექტემბერი 2024, 17:51 426 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიას წელსაც გასცემს.  სტიპენდიის მიღების მსურველებმა შესაბამისი კონკურსი უნდა გაიარონ. ფინანსური წახალისების მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება.

სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც: არის საქართველოს მოქალაქე; ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში გავლილი აქვს ყველა სალექციო კურსი და მისი აკადემიური მოსწრება თითოეულ საგანში შეადგენს 91 და მეტ ქულას; აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდა და დაამთავრა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლა. სტიპენდიის მისაღებად საბუთების მიღება ხვალიდან იწყება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში