ნინო ნიჟარაძე: ეპიდემიოლოგიური ვითარება დაძაბული, თუმცა კონტროლირებადია

20 ნოემბერი 2020, 14:47 1797 ნახვა

რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება დაძაბული თუმცა კონტროლირებადია - განაცხადა  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, პრევენციული ღონისძიებები საკმარისი არაა, რადგან დაავადების რიცხვი მზარდია. ამიტომ ჯანდაცვის მინისტრი და  მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს ნინო ნიჟარაძეს სამედიცინო სერვისის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ეკონომიკის მინისტრს კი პანდემიით გამოწვეული  კრიზისის შესამსუბუქებლად გარკვეული საშეღავათო ღონისძიებების გატარება დაავალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიებს საინვესტიციო პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად ფინანსური ვალდებულებები წლის ბოლომდე გადაეწიათ, გარდა ამისა უწყებამ კომპანიები სამი თვით გაათავისუფლა  საიჯარო გადასახადისგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში