ბობოყვათის ტექსტილის საწარმოს 100-მდე თანამშრომელია კოვიდინფიცირებული

20 ნოემბერი 2020, 12:29 2167 ნახვა

ქობულეთში, ბობოყვათის ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული ოთხი ადამიანი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დირექტორი აცხადებს, რომ მათი დაინფიცირება სამსახურს არ უკავშირდება, ინფიცირების პერიოდში ისინი ფაბრიკაში არ იმყოფებოდნენ.

დათო ჯაიანის თქმით, დაწესებულების დახურვა არ განიხილება, თუმცა მენეჯმენტი კონსულტაციებს გაივლის და შემდეგ მიიღებს კონკრეტულ გადაწვეტილებას. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებენ.

ამ დროისთვის ფაბრიკაში 1200 ადამიანი მუშაობს. აქედან დაახლოებით, 100 დასაქმებულია კოვიდით ინფიცირებული, ისინი ყველა თვითიზოლაციაში ან სხვადასხვა კლინიკებში იმყოფებიან.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი