ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსით 72 წლის ექიმი-თერაპევტი გარდაიცვალა. გარდაცვალება დაახლოებით ერთი საათის წინ დაფიქსირდა.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი მედიკოსი, თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლში გადიოდა მკურნალობას. თუმცა მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" კოვიდ მიმღებ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავად მუშაობდა.
კლინიკის დირექტორის, ავთანდილ მიქელაშვილის განცხადებით, პაციენტი 5-6 დღის წინ დაინფიცირდა და მდგომარეობის დამძიმების გამო ის კლინიკაში გადაიყვანეს.
"პაციენტი კლინიკაში მუშაობდა, რომელიც კორონავირუსით დაახლოებით, 5-6 დღის წინ დაინფიცირდა. ის საკუთარი სურვილით სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა დაახლებით 3-დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მწვავე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული", - აცხადებს ავთანდილ მიქელაშვილი.