ბათუმში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 ნოემბერი 2020, 13:51 6767 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი გარდაიცვალა. მედიკოსს კორონავირუსი ჰქონდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა.

18 ნოემბერს პაციენტის ბინაზე გაწერა იგეგმებოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. 

''სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამოგვაკლდა ერთი კარგი მეგობარი და კოლეგა. კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. 

რვა დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური. ექიმი იყო და თვითონაც აწარმოებდა კონტროლს. მკურნალობის კურსი თითქმის დასრულებული ჰქონდა. გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. 

დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ გამთენიოს მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. არავინ არ ელოდა. პალატიდან დარეკვა მოასწრო კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანად რეანიმაციული გუნდი, გადაიყვანეს. გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა'' - უთხრა ჟურნალისტებს გია კიკაბიძემ. 

ექიმი 62 წლის იყო და წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. 

გუშინ, 17 ნოემბერს აჭარაში კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. ექთანი შუახევის კლინიკაში მუშაობდა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში