ეპიდემიოლოგიური ვითარება – შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან

17 ნოემბერი 2020, 15:10 1415 ნახვა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას  ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ მობილობის შესამცირებლად საჭიროა დამატებითი წერტილოვანი  შეზღუდვები. თუმცა საუბარი არ ეხება საყოველთაო ჩაკეტვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი