''მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი პარტია რჩება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში - წულუკიანი 

17 ნოემბერი 2020, 14:19 1076 ნახვა

''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული რამდენიმე ოპოზიციური პარტია საქართველოში ანტიდასავლურ ძალებად რჩებიან. 

მისივე თქმით, სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდა, რაც არ გამოვიდა. 

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ღიად აკრიტიკებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რაც შემაშფოთებელია. 

''მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩება სამწუხაროდ მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური რიტორიკა. 

მაგალითისთვის, გუშინ, მან საჯაროდ განაცხადა და სწორედ ამიტომ ვართ დღეს შეშფოთებულები, რომ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი. ვციტირებ: ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი.

ხოლო ასამბლეის დასკვნა, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა. ისმის კითხვა, რამ გამოიწვია სააკაშვილის ამგვარი თავდასხმა  უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან გამოიწვია, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა ''ქართულმა ოცნებამ''.

ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნები, რაც რა თქმა უნდა სააკაშვილს არ მოსწონს. მას არ მოსწონს მშვიდობა. მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. საპარალმენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ ''ქართული ოცნება'' არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა'' - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი