სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს

17 ნოემბერი 2020, 10:34 977 ნახვა

სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არმენ სარქისიანმა ერს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გაძლიერება და ძალების მოკრება მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი. მან პოლიტიკურ ძალებსაც მიმართა და პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ახლა ყველა სომეხისთვის ერთ- ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტია ჩვენი ერის ათასწლეულების ისტორიაში. ჩვენ წავაგეთ ომი, როგორც ბრძოლის ველზე ასევე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე.  ბოლო დღეების განმავლობაში ათობით პოლიტიკური კონსულტაცია გავიარე სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალასთან. აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია ერთ საკითხში: საჭიროა პრემიერის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა სომხეთი პრეზიდენტმა.

თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. პრემიერის თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა. ამასთან, ფაშინიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა ძალის გამოყენებაზე უარი თქვან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი