მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

17 ნოემბერი 2020, 11:01 1262 ნახვა

სოციალურად დაუცველი, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მახარაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ 10 წელზე მეტია შიშის ქვეშ ცხოვრობენ, თუმცა ბოლო 4 თვეა საცხოვრებელი სახლი უფრო მეტად დაზიანდა. მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მერიას, თუმცა უშედეგოდ. აცხადებენ, რომ   მხოლოდ 2014 წელს დაიწყეს საყრდენი კედლის გამაგრება, მაგრამ  სამუშაოები   არ დასრულებულა.

მახარაძეების საცხოვრებელ ტერიტორიას 2019 ჩაუტარდა ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა და დადასტურდა, რომ ტერიტორია ძველი მეწყრული ფერდია.  მერიაში განაცხადეს, რომ ახალი მეწყრული პროცესებიც შეისწავლეს  და მასალა დამატებით გეოლოგიურ მონიტორინგზე გადაიგზავნა.

უწყების განმარტებით, საჭიროა დამატებითი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც მზადდება დოკუმენტაცია სტიქიის კომისიაზე წარსადგენად და ამის შემდეგ გადაწყდება, რა სახით დაეხმარებიან ოჯახს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი