საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 592, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 280.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.