დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ქალი მოკლა - შსს

13 ნოემბერი 2020, 16:09 3882 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 6 ნოემბერს, ნაცნობს - ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი