ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირებაა - ქომაგებმა ''ცხოველების ფერმა'' და წითელი ბარათი მიიტანეს

13 ნოემბერი 2020, 14:15 1675 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც გულშემატკივრები შეიკრიბნენ, რომლებიც გუშინ გამართულ მატჩს ვერ დაესწრნენ. მათ აინტერესებდათ, რატომ იყვნენ ტრიბუნებზე მთავრობის წევრები და რატომ აჯარიმებდნენ ქომაგებს სტადიონს მიღმა. 

ქომაგებმა მიიტანეს წითელი ბარათი და ასევე ჯორჯ ორუელის წიგნი ''ცხოველების ფერმა'', რომლის ფეხბურთის ფედერაციაში შეგზავნა სურდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

აქტივისტები ყვებიან, რომ რამდენიმე მათგანს ფიზიკური დაზიანებებიც აქვთ. 

"კანცელარიაში უნდა ჩაგვებარებია დაფუშული ბურთი, როგორც სიმბოლო მორალისგან დაცლილი ხელისუფლების, წიგნი ,,ცხოველების ფერმა'', სადაც არის მარტივი ფრაზა, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია და წითელი ბარათი. ეს იყო ერთგვარი პროტესტი იმ უმსგავსობაზე რაც მათ ჩაიდინეს, მაღალჩინოსნები მატჩს ესწრებოდნენ. რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ფედერაციიდან და გვითხრეს რომ არ გვიშვებდნენ ჩვენ დავინტერესდით მიზეზით და დაიწყეს ფიზიკური ზეწოლა ამის შემდგომ. გვკრეს ხელი და დაგვაგორეს კიბეებიდან" - აცხადებს აქციის მონაწილე.

 გუშინ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, ქალაქის მერი შვილთან ერთად და რამდენიმე დეპუტატი. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი