ლიბიის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად 74 მიგრანტი დაიღუპა

13 ნოემბერი 2020, 10:15 2204 ნახვა

ლიბიაში, ხუმსის სანაპიროსთან ხომალდის გადატრიალების შედეგად 74 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. გემზე სულ 120 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს უკვე მერვე შემთხვევაა.

სანაპირო დაცვამ  27 გადარჩენილი გამოიყვანა, 31 ცხედარი იპოვეს, სხვა დაღუპულების სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.წელს, შუამდინარეთში სავარაუდოდ  900 ადამიანი დაიხრჩო. ისინი ევროპული სანაპიროების მიღწევას  ცდილობდნენ.  

11 000-ზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა ლიბიას, სადაც მათ საფრთხე ემუქრებოდათ. გაეროს დადგენილებით ეს საფრთხეებია: დაკავება, შეურაცხყოფა, ტრეფიკინგი და ექსპლუატაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი