ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ - ოთხი ოპოზიციური პარტიის შეთანხმება 

10 ნოემბერი 2020, 16:33 1061 ნახვა

დავით ბაქრაძის განცხადებით, ოთხ ოპოზიციურ პარტიას - „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შორის კონსულტაციები გაიმართა. მისი თქმით, პარტიების ლიდერები სამ ძირითად პრინციპზე შეთანხდნენ.

1. აქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი. ჩვენ დავინახეთ, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციის ძალადობრივი დაშლით ამ ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, ის მზად არის ჩაითრიოს ქვეყანა ძალადობაში და სამოქალაქო დაპირისპირებაში.  ჩვენი ძალა არის მშვიდობიან აქციებში, ამიტომ მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, მივმართავთ დემონსტრანტებს არ შევიდეს  ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. 

2. ჩვენ მზად ვართ უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდეთ დიალოგის პროცესში, მაგრამ დიალოგი შეიძლება წარმოებდეს  მხოლოდ საქართველოში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე. სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. 

3. ვადასტურებთ, რომ ამ პირობებში ვერ მოვახდენთ არალეგიტიმური არჩევნების  დაკანონებას, არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციას და შესაბამისად ვადასტურებთ, რომ უარს ვაცხადებთ მეორე ტურებზე და ასევე პარლამენტში შესვლაზე. 

დავით ბაქრაძის განცხადებით აღნიშნულ დოკუმენტს სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც გააცნობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში