ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

10 ნოემბერი 2020, 01:06 1275 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. დეკანოიძეს 2 000 ლარიანი ჯარიმა 42-ე მუხლის საფუძვლზე გამოუწერეს, რაც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს.

დეკანოიძის განცხადებით, ის არ აპირებს, პოლიციის წესებს დაემორჩილოს.

"42-ე მუხლს მითითებენ, რომელშიც წერია კარანტინი და იზოლაცია. მოვიდა ცხრა ეკიპაჟი, რათა მე გავეჩერებინე. არ ვაპირებ, ამათ წესებს დავემორჩილო, რადგან თვითიზოლაცია და კარანტინი მე არ დამირღვევია. მე ვერ შემიზღუდავენ გადაადგილების უფლებას. არ ვაპირებ, დავემორჩილო ამათ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი