"ნუ გვაბრმავებ"- ჟურნალისტების აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

09 ნოემბერი 2020, 17:37 987 ნახვა

"ნუ გვაბრმავებ"- ამ ლოზუნგით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც.

აქციის ორგანიზატორებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედიას მიზანმიმარულად გვიშლის ხელს, რომ დროულად და მრავალხმრივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. საზოგადოებას უფლება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კრიტიკულად დაძაბულია.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არაერთხელ შეეშალათ ხელი. დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 10-მდე ჟურნალისტმა. დაზიანდა მათი ტექნიკაც.

სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები  ხშრად რჩებოდა რეაგირების გარეშე, ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოგმართავთ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანების წარმომადგენლებს გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება რათა დავიცვათ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ერთად შევქმნათ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო"-განაცხადა ნანა ბიგანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში