ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია - დაზიანებულია განათების ბოძები

06 ნოემბერი 2020, 17:32 1831 ნახვა

ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ალვის ხე და განათების ბოძები წააქცია. დააზიაანებულია ინტერნეტის კაბელები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთვალო კამერა.

გზაზე გადაადგილება შეფერხებულია. სანამ არ მოხდება ტერიტორიის გაწმენდა მანამდე აღნიშნულ ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდებაც შეჩერებულია.

ელ.ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, დ.აღმაშენებლის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს.

ადგილზე იმყოფებიან ''ენერგო პრო-ჯორჯიას ბრიგადები'' და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ უწყებაში მხოლოდ ერთი შეტყობინება შევიდა და ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი უკვე გავიდა. მოხდება ტერიტორიის გაწმენდა და მოწესრიგება. 

ქობულეთში ამ დროისთვის წვიმს და ძლიერი ქარია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში