პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

05 ნოემბერი 2020, 15:03 1178 ნახვა

პირბადის  სავალდებულო ტარებას პოლიცია და მუნიციპალური სამსახურები გააკონტროლებენ. პირველ ეტაპზე მოქალაქეებს აფრთხილებენ.  წესის დარღვევის განმეორების  შემთხვევაში   კი მოქალაქე  20 ლარით,   ხოლო იურიდიული პირი  500 ლარით ჯარიმდება.

ბათუმში მოქალაქეების გაფრთხილება მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა. მობილური ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაუწევენ პროცესს მონიტორინგს, რაშიც   ამ ეტაპზე  40-მდე ადამიანია ჩართული.

შეგახსენებთ, პირბადის ტარება კორონავირუსის შესაჩერებლად სავალდებულო სამი ნოემბრის შემდეგ გახდა. მისი ტარება აუცილებელია როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში. ამასთან რესტორნებს აკრძალული აქვთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით 22 საათის შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში